მთავარი » Archive by Category "სპორტული მედიცინის კლინიკა"
სპორტული მედიცინის ცენტრი
სპორტული მედიცინის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით და სპორტსმენებს მომსახურებას უწევენ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, ფიზიოთერაპევტები და რეაბილიტაციის სპეციალისტები. ცენტრში გამოყენებულია:
ტელერეაბილიტაციის და დისტანციური მონიტორინგის სისტემები
ბიომექანიკური მოძრაობის ანალიზის სისტემები (3D მოძრაობის შეფასება)
ძალისა და ბალანსის შეფასების პლატფორმები (force platforms)
კუნთოვანი ფუნქციის შეფასების მოწყობილობები (იზომეტრიული და იზოკინეტიკური ტესტირება)
სიჩქარისა და რეაქციის ტესტირების სისტემები (SmartSpeed)
ნერვულ-კუნთოვანი კონტროლისა და კოორდინაციის შეფასების ტექნოლოგიები
ვიზუალური და კოგნიტიური რეაქციის ტრენინგის სისტემები (Senaptec)
BTL ფიზიოთერაპიული აპარატურა (ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, შოკური ტალღა, ტეკარი, მაგნიტოთერაპია, სტიმულაცია და ა.შ.
აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სპორტსმენთა სრულფასოვან შეფასებას, ინდივიდუალურად მორგებულ რეაბილიტაციასა და შესრულების ოპტიმიზაციას.