ჩვენს შესახებ
სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემია წარმოადგენს მრავალპროფილურ, ინოვაციაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს სპორტულ მედიცინას, რეაბილიტაციას, ფიზიკურ მედიცინას, სპორტულ მეცნიერებასა და განათლებას.
ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ სპორტსმენების, ფიზიკურად აქტიური პირების და ზოგადი პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და სპორტული მიღწევების მხარდაჭერა თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.
აკადემია საქმიანობას ახორციელებს ინტერ დისციპლინური თანამშრომლობის პრინციპით და აერთიანებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, რეაბილიტოლოგებს, სპორტის მეცნიერებსა და მწვრთნელებს. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს თითოეული პაციენტის/სპორტსმენის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, კომპლექსურ დაეფექტურ მომსახურებას.
ჩვენი ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
აკადემია აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ სისტემებს, მათ შორის მოძრაობის ანალიზის, ნეირომუსკულური შეფასებისა და სპორტული შესრულების მონიტორინგის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ რეაბილიტაციას.
ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა განათლებასა და კვლევას. აკადემია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ახორციელებს ტრენინგებს, სემინარებსა და სამეცნიერო პროექტებს, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემია არის სივრცე, სადაც მეცნიერება, პრაქტიკა და ინოვაცია ერთიანდება ადამიანის ჯანმრთელობისა და პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციისთვის.